პუბლიკაცია - კლასგარეშე აქტივობების როლი ქართული ენის დაუფლებაში
კლასგარეშე
აქტივობების როლი ქართული ენის
დაუფლებაში
სასკოლო განათლებას
ორი ძირითადი მიმართულება აქვს_ სასწავლო პროცესი და კლასგარეშე მუშაობა. სასწავლო პროცესში მოსწავლე იძენს აკადემიურ
ცოდნას,კლასგარეშე მუშაობისას კი_ არაფორმალურ განათლებას. ცოდნისა და განათლების შეძენის პარალელურად სასკოლო განათლების უმნიშვნელოვანესი
ამოცანაა მოსწავლის თავისუფალ პიროვნებად ფორმირება, რომელიც საგაკვეთილო პროცესისგან
განყენებულად კი არ დგას, არამედ ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია და ცოდნასთან ერთად
იმ უნარ- ჩვევების შეძენის პროდუქტია, რომელსაც მოსწავლე ეუფლება სწავლების მთელი ციკლის
განმავლობაში. საქართველოს “ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში“ ხაზგასმულია, რომ „საქართველოში
ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყერელი პირობები ეროვნული და
საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.“ საგაკვეთილო პროცესი ცოდნის შეძენის თვალსაზრისით,
რა თქმა უნდა, შეუცვლელია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია კლასგარეშე დაგეგმილი ღონისძიებები,
რომლებსაც გაკვეთილთან შედარებით გარკვეული კუთხით უპირატესობაც კი აქვთ და რაც მოსწავლეთათვის
მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის. ამ მხრივ,პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია თავისუფალი
გარემო, რადგან კლასგარეშე ღონისძიებებში ჩართვა ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო.
ამასთან, მოსწავლეები არ არიან მოქცეულნი ჩარჩოში, აქვთ მოქმედების თავისუფლება,არ
არიან მიჯაჭვულნი მერხებზე,არ იწერება ნიშანი, არ ირეკება ზარი. ეს ყველაფერი მოსწავლეს
ათავისუფლებს შინაგანი სტრესისგან,რომელიც მოსწავლეს, ნებსით თუ უნებლეთ,თუნდაც პატარა
დოზით, მაგრამ მაინც აქვს გაკვეთილზე ყოფნისას.მნიშვნელოვაია ისიც, რომ ღონისძიებებზე
ურთიერთობა მოსწავლე- მასწავლებელს შორის უფრო უშუალოა,მოსწავლე უფრო გახსნილია და
მათ შორის ბუნებრივად ყალიბდება დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული ურთიერთთანამშრომლობა. განსაკუთრებით ყურადსაღებია კლასგარეშე მუშაობა
არაქართულენოვან სკოლებში.კომპაქტურად დასახლებული არაქართულენოვანი მოსახლეობა ფაქტობრივად
მოწყვეტილია ქართულ სივრცეს, რაც მათმა ენობრივმა და კულტურულმა კარჩაკეტილობამ განაპირობა.ამ
პრობლემის გადაჭრის გარეშე კი ვერ მოხერხდება მათი ინტეგრაცია-- აქტიური ჩაბმა ქვეყნის
სოციო-კულტურულ, თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში და მათი,როგორც საქართველოს სრულფასოვანი
მოქალაქის ჩამოყალიბება.ქართულის, როგორც მეორე ენის საგნობრივი პროგრამა სახელმწიფო
ენის სწავლების მიზნის ერთ-ერთ პრიორიტეტად
მიიჩნევს ისეთი „თავისუფალი პიროვნების აღზრდას,რომელიც შეძლებს ქვეყნის საზოგადოებრივ
ცხოვრებაში აქტიურ ჩაბმას და საკუთარი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების შექმნასა
და ჩამოყალიბებაში.“ კლასგარეშე აქტივობები--შემოქმედებითი საღამოები,ექსკურსიები,გასართობი
თუ შემეცნებითი ღონისძიებები ზემოთ აღნიშნული პრობლემების დაძლევისა და ცოდნის შეძენის
საუკეთესო გზაა. ცნობილია,
რომ ენას უკეთ ეუფლებიან, როცა სამიზნე ჯგუფი
/პირი შესასწავლი ენის ბუნებრივ გარემოში ექცევა(სწავლების პიდაპირი მეთოდი). როცა
მასწავლებელი ქართულენოვანია,ასეთი გარემო ბუნებრივად იქმნება ღინისძიების მომზადების
პროცესში, რეპეტიციებზე, რადგან მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ვერბალური კომუნიკაცია
ქართულ ენაზე მიმდინარეობს.თუ გაკვეთილზე მასწავლებელმა ცოტა უნდა ილაპარაკოს, რათა
მოსწავლის ცოდნა მაქსიმალურად გამოვლინდეს,კლასგრეშე მუშაობის პირობებში ამის საჭიროება
არ დგას, პირიქით,მასწავლებელმა რაც შეიძლება ბევრი უნდა ილაპარაკოს და ელაპარაკოს
მოსწავლეებს, რადგან, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს,ასეთ დროს მოსწავლე“იძულებული
ხდება“ ყოველგვარი სწავლისა და ძალდატანების გარეშე აითვისოს ქართული ენა.ის ბუნებრივად იჭერს და იმხსოვრებს სწორ გრამატიკულ ფორმებს, სიტყვებს,
გამოთქმებს, წინადადებში სიტყვების წყობას და მერე თავად აგებს კონსტრუქციებს, რაც
თავადაც აღუნიშნავთ: მასწვლებელო, ჩვენ თქვენ გიყურებთ,გისმენთ, ვიმახსოვრებთ , რომ
ჩვენც ასე ვილაპარაკოთო. მასწავლებელს უნდა ახსოვდეს მარია მონტესორის
სიტყვები:დამეხმარე (მოსწავლე), რომ ვისწავლო, ანუ გავუძლიეროთ მოსწავლეებს სურვილი
და სტიმული და გადავიყვანოთ იგი პრაქტიკულ მოქმედებაში.ცნობილია,რომ კლასგარეშე ღონისძიებების
როლს ენის ათვისების პროცესში მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მოსწავლეთა სტიმული.
მოსწავლეებისთვის ( და მათ მშობლებისთვისაც) ღონისძიებებში მონაწილეობა ერთგვარი პრესტიჟია,
რაც ზრდის მათ ავტორიტეტს და ამყარებს მათს
სოციალურ სტატუსს კლასში.მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ეს და მოსწავლეთა კოგნიტური
შესაძლებლობის გათვალისწინებით ყველას მოუძებნის „საქმე“_ ღონოსძიებებზე ყოველთვის
არის ყველას „სამუშაო“--ვინ დიჯეის როლს მოირგებს კომპიუტერთან, რომ ღონოსძიების მუსიკალური
გაფორმება უზრუნველყოს,ვინ წამყვანი იქნება, ვინ იმღერებს, ვინ იცეკვებს და, რაც მთავარია,ყველა
მათგანი შეძლებისდაგვარად აითვისებს შესაბამის „პროფესიულ“ ლექსიკას (მაგ. დიჯეი--მაუსი
გამორთე, დააწკაპუნე,მიიყვანე, ჩართე, გამორთე,ჩაწერე,ხმას აუეწიე დაუწიე და სხვა). მასწავლებელმა
უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ მოსწავლეთა საჭიროება,არამედ აუდიტორიაც და ისე დაგეგმოს
ღონისძიება.აუდიტორია მხოლოდ კი არ ისმენს და უყურებს, შეიმეცნებს კიდეც.მათი მხრიდან ღონისძიების მიმართ
ინტერესი საკმაოდ დიდია.სურთ გაიგონ,რას ეხება ღონისძიება,რაზე საუბრობენ.ამიტომ თუ
ღონისძიება შემეცნებითი ხასიათისაა,ტექსტი ორ ენაზე უნდა იყოს წაკითხული. აქედან გამომდინარე,ღონისძიების
დაგეგმვის წინ მასწავლებელმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვები:რას, რატომ, ვისთვის
და როგორ ვაკეთებ. კლასგარეშე ღონისძიების „დირიჟორი, რა თქმა უნდა,
მასწავლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია,დაგეგმვის
პროცესში აქტიურად ჩართოს მოსწავლეები--ერთად შეარჩიონ თემა, აქტივობები,სცენის დეკორაცია,
კოსტიუმები, როლები, მასალები.მასალების შერჩევისას დააკვალიანოს.მოსწავლემ უნდა იგრძნოს,
რომ მას უსმენენ, მის აზრს ითვალისწინებენ,პატივს სცემენ.ეს ყველაფერი მოსწავლისათვის
ქმნის პოზიტიურ გარემოსა და განწყობილებას,როგორც ღონისძიების,ისე საგნის,მასწავლებლისა
და ქართული ენის მიმართ,უყალიბებს ქართული
კულტურის პატივისცემას,უღვივებს მოქალაეობრივ განცდას. კლასგრეშე აქტივობები მოსწავლეს ასწავლის სწავლის სწავლას--ისინი იძენენ
რა გამოცდილებას,მერე თვითონვე გამოიმუშავებენ ხოლმე სწავლის სტრატეგიებს და სხვა სიტუაციებში,
სხვა ღონისძიებებში იყენებენ,როგორ წაიკითხონ,როგორ შექმნან,სად მოიძიონ ინფორმაცია,მასალა,დამოუკიდებლად
ეძებენ მათთვის საინტერესო სიმღერებს,ცეკვებს, ლექსებს,იწერენ, სწავლობენ, აკვირდებიან
გამოთქმებს, რომ სწორად წარმოთქვან სიტყვები,ინტერნენტ საიტებიდან სწავლობენ ცეკვებს,რათა
შემდგომ ღონისძიების მასალად გამოიყენონ და ა.შ. ეს ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე ხსნის
მოსწავლეთა შესაძლებლობებს,ნიჭს,ხელს უწყობს მათ რეალიზებას, უმაღლებს თვითშეფასებას. კლასგარეშე
ღონისძიებები იმითაც არის საინტერესო, რომ მასწავლებელს
მრავალი სასწავლო მეთოდის ერთდროულად გამოყენება უწევს,იქნება ეს ზეპირვეტყველების
მეთოდი, გონებრივი იერიში( მაგ.თემის შერჩევისას იდეების გენერაცია),დემონსტრირების,ქმედებეზე
ორიენტირებული სწავლების მეთოდი და სხვა
ასე
რომ,კლასგარეშე დაგეგმილი აქტივობები მრავალი კუთხით არის საინტერესოც და საჭიროც
,როგორც მოსწავლეთა გართობა-გახალისების, ისე სოციალური თანამშრომლობის,სწავლის სწავლის,შემეცნებისა
თუ ცოდნის შეძენის თვალსაზრისთ.
"ახალი განათლება"
ზამირა (დოდო) კობიაშვილი
გამოყენებული
ლიტერატურა:
ზოგადი განათლების მიზნები და ამოცანები -" შესავალი
„ეროვნული სასწავლო გეგმა“--საგნობრივი პროგრამა
ქართული, როგორც
მეორე ენაში -ზოგადი ნაწილი
ბ) საგნის მიზნები
და ამოცანები.
„სასწავლო პროფესიული გარემო“--მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ცენტრი.
Комментарии
Отправить комментарий