საკონფერენციო თემა: სუბიექტის ბრუნვების საკითხი


    
       
                                          
                                                                                            
                                    

                  პრობლემები მესამე სუბიექტური პირის ბრუნვის ფორმათა                                           
                       სწავლებისას სომხურენოვან სკოლებში და მათი                                                                        

                                           დაძლევის   გზები




                                                       ზამირა კობიაშვილი

                                              წალკა.  პირველი საჯარო სკოლა.
                                                                    (16.11. 2017)
         

          მოგეხსენებათ,რომ ქართულ ენაში ზმნა წინადადების ანუ მეტყველების 
ხერხემალია,ამიტომ ზმნური კატეგორიების ცოდნა და მათი მეტყველებაში სწორად გამოყენება განაპირობებს სწორად  მეტყველებას. აქვე აღვნიშნავთ,რომ ქართული ენის ზმნა თავისი სპეციფიურობიდან გამომდინარე მეტად რთულია,რასაც მისი მრავალპლანიანობა და მრავალპირიანობა განაპირობებს. მრავალპლანიანობაში იგულისხმება გვარი, ქცევა კონტაქტი, გზისობა. გარგა იმისა, რომ ყველა ესენი ზმნის გრამატიკული კატეგორიებია, მათ შინაარსობრივი, სემანტიკური დატვირთვაც აქვთ,რადგან ისინი წინადადების შინაარსს სხვადასხვა ნიუანსებსა და ელფერს სძენენ.ამიტომ თავად ზმნა ქართულ ენაში წინადადების შინაარსის მატარებელია. მაგ. ჭამს, მაგრამ გადაჭამა ან დაჭამა, შემოეჭამა.გადაჭამას ორი გაგება აქვს.ერთი  - სუფრაზე ყველა კერძი შეჭამა,არაფერი დატოვა, მეორე _ ყველაფერი მიითვისა. დაჭამას მნიშვნელობა ასეთია: ხალხს ეჩხუბა. შემოეჭამა_ არ უნდოდა, მაგრამ ისე შეჭამა,თვითონაც ვერ მიხვდა. დაჭამა ზმნაში საინტერესოა და ზმნისწინი,რომელსაც დაკარგული აქვს თავისი პირველადი მნიშვნელობა და მრავლობითის მაწარმოებლად გვევლინება, მაგალითისათვის: გათალა ფანქარი , მაგრამ ფნქრები დათალა. საინტერესოა ისიც, რომ ქართულ ზმნას აქვს უნარი ყველა ეს კატეგორია ნიშნების სახით ასახოს ზმნაში, მაგ. დააჭრევინა ასე დაიშლება: და-ა- შლ- ევინ- ა.და ზმნისწინი,შლ-ძირი, ევინ-შუალობითი კონტაქტის მაწარმოებელი, ა-- მესამე სუბ.პირის ნიშანი. ქართული ზმნის მრავალპლანიანობის მაგალითია ისიც, რომ მხოლოდ ზმნის ერთ სახეს ოცზე მეტი სხვადასხვა ფორმა აქვს.მაგ. ავიღოთ იგივე ჭამს ზმნა: ჭამს, მჭამს, აჭმევს, უჭამს იჭამს, შემოეჭამა, გამოეჭამა, დაჭამა, წაჭამა გადაჭამა, გამოჭამა, აჭმევინებს, იჭმევინებს, ეჭმევინება, დააჭმევინა, გამოაჭმევინა, შემოაჭმევინა, შემოეჭმევინა,წააჭმევინა, გადააჭმევინა,მიჭამ-მოჭამა.                                                                                                                   რაც შეეხება მრავალპირიანობას, ვიცით,რომ ქართულ ენაში ზმნას აქვს უნარი შეიწყოს სუბიექტური თუ ობიექტური პირთა  ნაცვალსახელები ( ვჭრი მე მას, ვუჭრი მე მას მას) და მათი ნიშნები აისახოს,   რაც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სხვა ენებს არ ახასიათებთ.ვიცით, რომ ზმნაში ზმნის პირიანობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენ პირს შეიწყობს იგი. ამის მიხედვით გვაქვს ერპირიანი,ორპირიანი, ან სამპირიანი ზმნები,სადაც ერთი პირი ყოველთვის სუბიექტურია, დანარჩენი  - ობიექტური. აქ სირთულეს წარმოადგენს არა მხოლოდ ზმნის პირიანობა, არამედ ის, რომ ზმნა მართავს სახელს,ამ შემთხვევაში სუბიექტს,  ბრუნვაში. მთავარი პრობლემაც არაქართულენოვან მოსწავლეებში სწორედ აქ არის. ზმნასთან სუბიექტური პირის შეწყობა სათანადო ბრუნვის ფორმით და მისი შინაარსობრივი გაგება-გააზრება არის მთავარი ამოცანა არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის.იმისათვის, რომ მან ეს პრობლემა დაძლიოს, მან, პირველ ყოვლისა, უნდა იცოდეს ზმნის დრო და მწკრივი, ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს ზმნის დაბოლოებას აწმყოს მესამე პირში ( ზმნის გვარის გარკვევისთვის,თუმცა,ცხადია, არ ვესაუბრებით ზმნის გვარის შესახებ).                                       სუბიექტური პირების ბრუნვათა გარკვევის იოლი გზა არის ზმნის გარდამავლობა, მაგრამ გარდამავლობის გაგება თვითონ მოითხოვს სუბიექტური და ობიექტური პირების ბრუნვების ცოდნას, რისი გადაჭრასაც ვცდილობთ. ამიტომ ეს მეთოდი არ გამოგვადგება. სირთულეს ქმნის ისიც, რომ მოთხრობითი ბრუნვა მხოლოდ ქართველური ენებისთვის არის დამახასიათებელი და ენის შემსწავლელისთვის მისი გაგება-გააზრება ძნელია. თან  ქართულ ენაში ზმნას სუბიექტი უმეტეს შემთხვევაში (გარდამავალ  და საშუალ მოქმედებითი გვარის ზმნებთან) ბრუნვაცვალებადი ეწყობა. მაშინ როცა სომხურში სუბიექტის ბრუნვა არ იცვლება არც ერთ მწკრივში. გამონაკლისების გარდა,რომლებსაც უწესო ზმნებს ეძახიან. მაგ.
    S                                O
არამე     კართუმე   გირქ.....................არამი კითხულობს წიგნს 
არამე    კართუმერ  გირქ..................არამი კითხულობდა  წიგნს
არამე    კართალუე  გირქ................არამი წაიკითხავს წიგნს
არამე      კართაც      გირქ....................... .არამმა  წაიკითხა წიგნი
არამე პიტი კართა  გირქ..................არამმა უნდა ქაიკითხოს წიგნ                                                    
როგორც ვხედათ,ზმნა იცვლება მწკრივების მიხედვით,მაგრამ სუბიექტის ბრუნვა უცვლელია.  ცხადია, ახალ ცოდნას მოსწავლეები  მშობლიურ ენაში მიღებულ ცოდნას   უკავშირებენ.ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი,რის გამოც  უჭირთ სუბიეტური პირის ბრუნვების ათვისება. ამას ემატება ისიც,რომ ქართულში ყველაზე ხმარებადი ბრუნვა სახელობითია და სომეხი მოსწავლეებ     ის მეტყველებაში ხშირია ასეთი წინადადებები: ბიჭი დახატა დედას, ბავშვი  შეჭამა პური და ა. შ.                                                                                                                              
                                               
                                         როგორვ დავძლიოთ პრობლემა?                                                       
             გარკვეულმა პედაგოგიურმა პრაქტიკამ დაგვანახა ამ პრობლემის გადაჭის გზები,რომლებმაც კარგი შედეგი მოგვცეს,თუმცა საბოლოო შედეგამდე უნდა მივიდეთ ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათან. პირველ ყოვლისა, სწორ მეტყველებას  მოსწავლეები  უნდა მივაჩვიოთ  დაწყებითი კლასებიდანვე. მნიშვნელოვანია, რომ ქართული ენის მასწავლებელი იყოს ქართულენოვანი, რომ მოსწავლეები  „აიძულოს“ გაკვეთილზე ქართულად ელაპარაკონ.ცნობილია,რომ ენის შემსწავლელთათვის სამიზნე ენის შესწავლის საუკეთესო გზა ენის  ბუნებრივ გარემოში შესწავლაა.ამ შემთხვევაში უდიდესი როლი ენიჭება სმენადობას. გრამატიკა კი საერთოდ არ ჩანს, უგულებელყოფილია.ბავშვი თანატოლებთან ურთიერთობაში იძენს სწორი მეტყველების უნარ-ჩვევებს, ის მექანიკურად იმახსოვრებს ლექსიკასა და მათ  სწორ ფორმებს, რასაც შემდეგ მეტყველებაში იყენებს. აქედან გამომდინარე, მოსწავლეს თავიდანვე უნდა გავუმახვილოთ ყური სწორ მეტყველებაზე, სიტყვის ჟღერადობაზე,რასაც იგი აუცილებლად გამოიყენებს თავის მეტყველებაში.                   როდესაც სწორ ფორმებზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში გვაქვს სუბიექტის ბრუნვებიც. ყველაზე მეტად დასაძლევი ენის შემსწავლელისთვის, როგორც აღვნიშნეთ, მოთხრობითი ბრუნვის დაუფლებაა. ამ თვალსაზრისით კარგია დაწყებით კლასებში ჰკითხა, უთხრა, უპასუხა, თქვა ზმნების გააქტიურება მარტივ დიალოგებში,რადგან ამ ზმნებთან სუბიექტი მოთხრობით ბრუნვაშია. დიალოგები ავაწყოთ ისე,რომ მას ახლდეს ავტორის სიტყვები და გავათამაშოთ ,სადაც ერთ-ერთი იქნება ავტორი.მაგ.
_ გია,რა მაქვს ჯიბეში?_ ჰკითხა ლიამ გიას.
_ჯიბეში მაქვს ბურთი,_ უპასუხა გიამ.
_არა, ის არის პატარა და გრძელი,_უთხრა ლიამ
_ კალამი.
_სწორია,_ თქვა ლიამ.
(„ქართული ენა“ მე-2 დონე, გვ 8)
მსგავსი დიალოგების პერმანენტული აწყობა და გათამაშება, ფიქრობ, მოსწავლეს თავიდანვე გაუხედნის ყურს და მიაჩვევს იმას, რომ ამ ზმნებთან უნდა იხმარონ მოთხრობითი ბრუნვის ფორმა.
მე-4, მე-5 კლასიდან მოსწავლეები ფლობენ საკმარის ლექსიკას და შეიძლება, რომ  ვიზრუნოთ ზმნის დროის სწავლებაზე მარტივი გზით _ კითხვების საშუალებით, მაგ.როდის მოხდა მოქმედება ახლა, თუ უკვე? ახლა, თუ მერე? ასე ნელ-ნელა მივაჩვევთ მათ დროის გაგებას და შემოვიტანთ შესაბამის ტერმინებს:ახლანდელს წარსულს, მომავალს.
შემდეგ ეტაპზე, მე-6, მე -7 კლასიდან, შეიძლება შემოვიტანოთ სუბიექტისა და ობიექტის ცნება, ასევე ვასწავლოთ  უწყვეტელი და წყვეტილი და მათ შორის სახეობრივი განსხვავება: უწყვეტელი თუ არის ზმნა, უნდა ჰქონდეს დ, ან ოდ. თუ არაა აქვს,ე.ი. წყვეტილია.ეს გვჭირდება იმისთვის,რომ სუბიექტი ზმნას შეუწყონ სწორად: უწყვეტელში სახელობითის ფორმით, წყვეტილში კი _ მოთხრობითის (უმრავლეს შემთხვევებში). ამავე კლასებში ვასწავლით,რომ სიარულის აღმნიშვნელ ზმნებში --მივდივარ,წავედი, წავალ ტიპის ზმნებში სუბიექტს ყოველთვის უნდა ი.                        ზედა კლასებში შეიძლება მოვახდინოთ ზმნების კატეგორიზაცია  მწკრივებისა და დაბოლოებების მიხედვით:                               
 სუბიექტი სახელობითშია, თუ ზმნა
1.აწმყოში ,უწყვეტელსა ან მყოფადშია: ბიჭი თამაშობს, ბიჭი თამაშობდა, ბიჭი ითამაშებს.
2. თუ ზმნას აწმყოს  III  პირში აქვს   დაბოლოება  ა (ვნებითი გვარის ზმნებთან): ბიჭი თბება, თოვლი დნება, სარეცხი შრება...
3.სუბიექტი სახელობითშია აგრეთვე  შემდეგ ზმნებთან: არის,იყო,იქნება, სიარულის აღმნიშვნელ ზმნებთან: დი,ვალ და ვედ ფუძიანებთან: ბიჭი მიდის, ბიჭი წავიდა, ბიჭი წავა  (ფუძედრეკადი ზმნები), უთხრა,ჰკითხა, უპასუხა, თქვასთან.  
სუბიექტი მოთხრობითშია, თუ ზმნა
1.      წყვეტილის მწკრივშია (უმრავლეს შემთხვევაში,ზემოთ ნახსენები მაგალითების გამოკლებით): ბიჭმა ისწავლა,ბიჭმა  წაიკითხა...           
2.       მეორე კავშირებითშია: ბიჭმა უნდა წაიკითხოს,ბიჭმა უნდა ისწავლოს (ისევე,როგორც წყვეტილში)
3.      თუ ზმნა წყვეტილსა და მეორე კავშირებითშია და აწმყოს  აწმყოს მესამე პირში ბოლოვდება ს-ზე (საშუალმოქმედებითი):  ბურთი გორავს, მაგრამ ბურთმა იგორა,ჩაიდანი დუღს, მაგრამ ჩაიდანმა იდუღა...                                                  ყოველივე,რაც ზემოთ აღვნიშნეთ,დროთა განმავლობაში მოსწავლეებს ჩვევაში გადასდით და მეტყველებისას  ინტუიციურად ხვდებიან             სწორ ფორმებს,ისე რომ მათ აღარ სჭირდებათ ფიქრი,რომელ მწკრივში რაზე ბოლოვდება ზმნა და რომელ ბრუნვაში ჩასვან სუბიექტი ან ობიექტი.                 
და ბოლოს,კიდევ ერთხელ ვიტყვით,რომ ენის შესწავლას საფუძველი დაწყებით კლასებში უნდა ჩაეყაროს. ამ მხრივ უდიდეს როლს ასრულებს სიმულაციები, ლექსები,სიმღერები, მოთხრობები,ღონისძიებები,სადაც  მოსწავლეები ხალისით ერთვებიან და სწავლობენ.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სამოდელო გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია

მოსწავლის საკონფერენციო თემა - ოქროს კვეთა ქართულ ხალხურ პოეზიაში