მოსწავლის საკონფერენციო თემა - თრიალეთის ისტორიული გეოგრაფია
თრიალეთის ისტორიული გეოგრაფია
(წალკა.1ლი საჯარო სკოლა.ემილია ბლიკიანი
30.03.2018 )
თრიალეთი
საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული მხარეა, რომელიც ქვემო ქართლში, მცირე კავკასიონის
სამხრეთ კალთებზე მდებარეობს და დღეისათვი მთლიანად მოიცავს წალკის
ზეგანს.როგორც ადმინისტრაციული ერთეული კი იგი წაკლის მუნიციპალიტეტში შედის. მისი
სახელწოდება უკავშირდება თრიალეთის ქედს, რომელიც მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება. მე-17
საუკუნის ქართველი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი „ქართლის ცხოვრებაში“
საინტერესო ცნობებს გვაძლევს ისტორიული თრიალეთის შესახებ.მისი თქმით თრიალეთის ჩრდილოეთის
საზღვარი იწყება კლდკარის მთიდან,მიდის დასავლეთით,
გაივლის არჯევანის მთას,თორის მთას ბაკურიანამდე, ნარიანის ველზე უხვევდა დაბლა სამხრეთით,შემოუვლიდა
ტაბაწყურს და შუაზე ჭრიდა ფარავნის ტბას.სამხრეთით მას ესაღვრებოდა ზურტაკეტი, აღმოსავლეთით კი -- ალგეთის ხევი.

თრიალეთის ისტორიული ცენტრი უნდა ყოფილიყო ეძანი, რომელიც
დღევანდელი წალკის ადგილას მდებარეობდა, წალკა კი მდებარეობდა გუნიაყალას ჩრდილოეთით.დღეს
იგი წალკის წყალსაცავით არის დაფარული. წალკა თრიალეთის ადმინისტრაციული ცენტრი მე-10
საუკუნიდანაა. აქ იჯდა წალკელი ეპისკოპოსი. შემორჩენილია ზეპირსიტყვიერების ერთი ნიმუში,სადაც
მოხსენიებულია ეძანი: „ თავს რეხავ, ბოლოს ეძანო, შუაში ბეშქენაშენო, თუ მტერმან ასე
გვირია,სახლი როდის ავაშენო.გინდა ახლი ავიშენო,შიგ როდისღა მოვისვენო.“ეს პატარა ლექსი
იმ დიდი ტკივილის გამომხატველია,რასაც თრიალეთ
განიცდიდა მტრების შემოსევებისაგან.მე-7 საუკუნიდან ქართლში არაბები ჩნდებიან, მათ
შორის თრიალეთშიც იკიდებენ ფეხს. მე-9 საუკუნეში თრიალეთი არაბებს წაართვა ქართლის
ერისმთავარმა გუარამ მამფალმა და შექმნა სამამფლო.მოგვიანებით კი გუარამ მამფლის სამკვიდრო
ხელში ჩაიგდო არგვეთელმა ერისმთავარმა ლიპარიტ ბაღვაშმა და შექმნა კლდეკარის საერისთაო.
დავით აღმაშენებლის მიერ ბაღვაშების განდევნის შემდეგ თრიალეთი სამეფო დომენია. უფრო
მოგვიანებით თრიალეთი დემნა ბატონიშვილის საუფლისწულო მამული ხდება,რასც ადასტურებს
სოფ.აიაზმას ქვის სტელის წარწერა. თრიალეთი, ისევე როგორც ქვემო ქართლის სხვა მხარეები,
მუდმივად განიცდიდა არაბების, სპარსელებისა თუ თათარ-მონღოლების შემოსევას და მედგარ
წინააღმდეგობას იწევდა მტერს. ცნობილია,რომ დიდი თურქობის დროს სოფელმა რეხამ შეიფარა
და გადაარჩინა ჯავახეთის 18 სოფელი.ქვემო ქართლის მოსახლეობის სიმტკიცეზე გვიამბობს
სოფ. ქციის ეკლესიის წარწერა, სადაც ვკითხულობთ“ „ესე სოფელი ქციაო, მტერმან ვერ დააქციაო“.ამაზე
მეტყველებს ისიც,რომ თრიალეთი მე-16 საუკუნიდან ქართლის სამეფოს „მეწინავე სადროშოში“
შედიოდა. თუმცა მე-18 საუკუნიდან ლეკიანობის შედეგად თრიალეთი თითქმის დაიცალა ადგილობრივი
მოსახლეობისაგან. სახელი წაკლა
უკავშირდება მდინარე ქციას ერთ ლეგენდას: ერთხელ მდენარე ქცია ისე ადიდებულა,რომ წაულეკავს
არემარე. აქედან მოდის სახელი წალკა. მემატიანე
გვეუბნება,რომ „თრიალეთი აღმოსავლეთ საქართველოს გული იყო,კლდეკარი კი მისი გსაღები“.აქედან
გადიოდა უმოკლესი გზები შიდა ქართლში, კახეთში, დასავლეთ საქართველოში, სომხეთში. აქ გადიოდა აბრეშუმის გზაც, რომელიც აზიას აკავშირებდა
ევროპასთან. ამიტომ თრიალეთს დიდი პოლიტიკური და ეკონომიური მნიშვნელობა ჰქონდა. (აბრეშუმის
გზა მოკირწყლული იყო რიყის ქვით,სიგანეში იყო
შვიდი მეტრი და მასზე აქეთ-იქით თავისუფლად
შეეძლოთ ევლოთ ქარავნებს. ძველი აბრეშუმის გზა დღეს აღარ არსებობს,იგი დაფარულია წაკლის
წყალსაცავით). თრიალეთი
მდიდარი ყოფილა ფლორითა და ფაუნით. ხალხის
ისტორიული
მეხსიერება ინახავს ამბავს,რომ თემურ ლენგსა თუ შაჰ აბასს გადაუწვავს
თრიალეთის ტყეები.აქ ტყის არსებობას მოწმობს მთის კალთებზე ნაპოვნი
ფოთლოვანი ტყის ნაშთები და დღეისთვის აქა-იქ შემორჩენილი ალვის,
მუხისა თუ კოპიტის ხეები.ამასვე ადასტურებს „ქართლის ცხოვრება“,სადაც
ნათქვამია,რომ გიორგი I თრიალეთში ნადირობისას გარდაიცვალა.
თრიალეთში უხვად იყო ტყეში ნადირი და წყალში თევზი.
გადმოცემით ვახტანგ გორგასალს აქ ერთ დღეს 180 ცხოველი მოუნადირებია, მათ შორის ირემიც. იმავე გადმოცემის მიხედვით კი დღევანდელი დაშბაშის
კანიონის მორევში 900 -მდე სხვადასხვა თევზი დაუჭერია ვახტანგ გორგასალს თრიალეთში აღმოჩენილია ქვევრები.მართალია, აქ ვაზი არ ხარობდა,მაგრამ ქართლიდან და კახეთიდან ამოჰქონდათ ტკბილი და ღვინოს ქვევრებში აყენებდნენვინისა და ვაზის სიყვარულს ადასტურებს ტაძრის კედლებზე შესრულებული ყურძნის მტევნები და თვით ვაზის ჩუქურთმები.
ჯერ კიდევ ძველი წელთა აღრიცხვის II ათასწლეულში თრიალეთში მაღალ დონეზე იყო განვითარებული ოქომჭედლობა. ყველასათვის ცობილია თრიალეთის
განძი.ბევრი მათგანი მსოფლიო დონის შედევრებია.
განსაკუთრებით საინტერესოა თრიალეთის პეტროგლიფები.ეს არის კლდეზე გაკეთებულიპრიმიტიული ნახატები,რომლებიც პრეისტორიულ ხანაშია შესრულებული. მასზე გამოხატულია ძირითადად ნადირობის სცენები.

გამოყენებული ლიტერატურა :
კობა ხარაძე :“ქვემო ქართლის
ისტორიული გეოგრაფია“
ვახუშტი ბატონიშვილი: „ქართლის ცხოვრება“
Комментарии
Отправить комментарий